Tags

,

guda-maizer2-wide

გუდასტვირი ჩასაბერ საკრავთა შორის ყველაზე განვითარებული და რთულია. შედგება გუდისა და ორლულიანი სტვირისაგან, რომლებზეც სხვადასხვა რაოდენობის ხვრელებია ამოჭრილი: ერთი მელოდიას უკრავს, მეორე კი ბანს აძლევს. ბანის მილი 2-3 ბგერას გამოსცემს. გუდასტვირი საქართველოს კუთხეებში სხვადასხვა სახელწოდებით იყო გავრცელებული: ფშავში – სტვირი, მესხეთში – თულუმი, აჭარაში – ჭიბონი, რაჭაში – გუდასტვირი ან საზანდარი… დღეს გუდასტვირი მხოლოდ მესხეთში, რაჭასა და აჭარაშია შემორჩენილი. აგებულებით იდენტური საკრავები – ჭიბონი, გუდასტვირი და თულუმი – ძირითადად ბგერათრიგით, დიაპაზონითა და ტემბრით განსხვავდება. თულუმიც გუდასტვირივით ორ მილიანია, მაგრამ მის ორივე მილზე თვლების ერთნაირი განლაგება და რაოდენობა უნისონურ ჟღერადობას ქმნის. გუდასტვირი სააკომპანემენტო საკრავია, მასზე მხოლოდ მამაკაცები უკრავენ. ამ საკრავზე სრულდება ერთხმიანი სიმღერები, ძირითადად – ეპიკური ან საშაირო ტექსტებით. გუდასტვირის ბგერათრიგია – a, h, cis1, de1, e1, fis1, g1. თულუმიც, გუდასტვირივით, ორმილიანია, მაგრამ ორივე მილზე თვლების ერთნაირი განლაგება და რაოდენობა რეალურ უნისონურ ჟღერადობას ქმნის.