• Home
  • ჩვენ შესახებ
  • მუსიკა
  • ცეკვა
  • უკუკავშირი

Monthly Archives: December 2016

ერქომაიშვილი არტემ გიგოს ძე (1887-1967)

21 Wednesday Dec 2016

Posted by geofolkcentre in ლოტბარები, მომღერლები, მუსიკა

≈ Leave a comment

Tags

ერქომაიშვილი, მომღერალი, მუსიკა, ფოლკლორი

მომღერალ-მგალობელი, ლოტბარი, ერქომაიშვილთა გვარის ღირსეული წარმომადგენელი. პაპა – ივანე, მამა – გიგო და ბიძა – გიორგი ბაბილოძე გურიაში განთქმული მომღერლები იყვნენ. დაიბადა 18?? წელს, ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში. 1908 წ. არტემი დიდი მგალობლის მელქისედეკ ნაკაშიძის ხელმძღვანელობით იწყებს გალობის შესწავლას. იშვიათი ნიჭის წყალობით, მან 2000-მდე საგალობლის სამივე ხმა შეისწავლა. 1911 წ. არტემი მარტვილის მონასტერში იგზავნება გალობის მასწავლებლად. 1917 წ. დაბრუნდა გურიაში და შეუამხანაგდა უკვე სახელგანთქმულ ვარლამ სიმონიშვილს, მასთან ერთად შეკრიბა სოფლებიდან მომღერლები და კონცერტებს მართავდნენ დასავლეთ საქართველოში. ერთი წლის შემდეგ არტემი გამოეყო ვარლამს და სოფლებში ასწავლიდა სიმღერა-გალობას. 1921 წელს მან ჩამოაყალიბა გუნდი ოჯახის წევრების, ნათესავებისა და მეზობლებისაგან: გიგო, ანანია, არტემ, ვლადიმერ ერქომაიშვილები, გიორგი ბაბილოძე, დიმიტრი და ილარიონ პატარავები, აკაკი ბასილაშვილი, სერაფიონ ვაშალომიძე, ალიოშა წივწივაძე. 1925 წლიდან არტემი ბათუმის ნავსადგურის მტვირთავი მუშების გუნდს ხელმძღვანელობდა, სადაც ხშირად იწვევდა 90 წელს მიტანებულ გიგოს და გიორგი ბაბილოძეს. აქვე მღეროდნენ მამა-შვილი ალი და ქამილ ტაკიძეები, ილიკო სიხარულიძე, ივანე კოპლატაძე, ვალოდია გიორგაძე, გიორგი ბურჭულაძე, ხასან როყვა, ვალოდია ფოცხიშვილი, აკაკი ცინცაბაძე, ნესტორ ჯიბლაძე და სხვები. ამ გუნდს 1927 წელს ქუთაისში გამართულ პირველ ოლიმპიადაზე უმაღლესი ჯილდო მიეკუთვნა, ასევე 1929 წელსაც. 1930 წელს არტემ ერქომაიშვილის, კირილე პაჭკორიას და მიხა ჯიღაურის გუნდები საგასტროლოდ მიემგზავრებიან მოსკოვში, ლენინგრადსა და ხარკოვში. ლენინგრადში არტემის გუნდისგან ჩაიწერეს სიმღერები ფილფონოგრაფზე, როგორც ცალ-ცალკე ხმები, ისე სამ ხმაში. 1960-იან წლებში ეს ჩანაწერები ანზორ ერქომაიშვილმა აღმოაჩინა “პუშკინის სახლში” და მაგნიტოფირზე გადმოწერილი, თბილისში ჩამოიტანა. 1934 წ. ოლიმპიადაზე ერქომაიშვილების ტრიო – გიგო, არტემი და 12 წლის დავითი – წარმატებით გამოვიდნენ. არსებობს ამ წლით დათარიღებული ფოტო და გრამოფონის ფირფიტა – სიმღერა “ადილა”: დამწყები – 94 წლის გიგო, გამყივანი – 12 წლის დავითი, ბანი – არტემი. 1930-32 წლებში სამი დიდი მომღერალი გარდაიცვალა – გიორგი ბაბილოძე, სამუელ ჩავლეიშვილი და ნესტორ კონტრიძე. არტემმა გულისტკივილი გამოთქვა ლექსით “დავკარგეთ სამი მომლხენი”, რომელზეც შემდეგ სიმღერაც ააგო. 1934 წლიდან არტემის სახელი აჭარის გუნდს დაუკავშირდა, რომელიც მალე აჭარის ასსრ სახელმწიფო ეთნოგრაფიულ გუნდად გადაკეთდა, ხოლო 1941 წელს აჭარის ასსრ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ეწოდა. პარალელურად არტემს 1943 წელს მაკვანეთის გუნდის ხელმძღვანელადაც იწვევენ. 1951 წელს არტემი ინიშნება მახარაძის კულტსახლის ანსამბლის ხელმძღვანელად. 1951 წელს არტემს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. 1965 წელს თბილისის კონსერვატორიაში, ფოლკლორის კათედრაზე, არტემისგან ჩაიწერეს 105 საგალობლის სამივე ხმა. მათი ნაწილი კახი როსებაშვილმა გაშიფრა და გამოსცა 1968 წელს, ნაწილი – დათო შუღლიაშვილმა 2002 წელს. არტემ ერქომაიშვილი 1967 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა. დაკრძალულია მაკვანეთის სასაფლაოზე, ეკლესიის გალავნის შიგნით.

1510797_1543264255889324_2575610216174052779_n

ბერძენიშვილები

20 Tuesday Dec 2016

Posted by geofolkcentre in მომღერლები, მუსიკა

≈ Leave a comment

Tags

ბერძენიშვილები, მომღერლები, მუსიკა, ფოლკლორი

ვლადიმერ და ოთარ ბერძენიშვილებმა მხოლოდ სიმღერის ნიჭი კი არ მიიღეს ღვთისგან ჯილდოდ, მათ საყვარელი საქმისთვის თავდადებაც ნიჭად დაჰყვათ. მამამ, რომელმაც საშუალო განათლებაც კი ვერ მიიღო უსახსრობის გამო, დიდ სცენებზე იმღერა, მოსკოვში, დეკადაზე ქართული ხმა ჩაიტანა, ჯილდოები დაიმსახაურა, სტალინის საყვარელი და დაფასებული შემსრულებელი გახადა… მისმა ,,ხასანბეგურამ” და ,,ალიფაშამ” ბელადს სიმღერაც მოანდომა… ლადიმემ, როგორც მას მუსიკალურ წრეებში მოხსენიებდნენ, შვილსაც-ოთარსაც ქართული სიმღერის თავდაუზოგავი სამსახური უანდერძა. ოთარ ბერძენიშვილმა-სრულიად გამორჩეულმა ბანმა კონსერვატორია ვერ დაამთავრა, სამი წლით განერიდა თბილისს, რათა იმ ავადსახსენებელ წლებში პატიმრობას ან დახვრეტას გადარჩენოდა. შემდეგ იყო დაუღალავი პედაგოგოური საქმიანობა, ანსამბლები, ტრიოები, გუნდები, მსოფლიოს საპატიო სცენები, ჯილდოები და დიდი აღფრთოვანება მისი სრულიად განსაკუთრებული იმპროვიზაციის უნარის გამო. ის საყვარელი, ჭეშმარიტად სახალხო ლოტბარი გახლდათ, სახალხო იყო მისი მამაც-ვლადიმერ ბერძენიშვილი.

12032040_1668092143406534_48555022968597845_n

ელენე ვირსალაძე

20 Tuesday Dec 2016

Posted by geofolkcentre in ზეპირსიტყვიერება, ფოლკლორისტი

≈ Leave a comment

Tags

ვირსალაძე, ფოლკლორი, ფოლკლორისტი

პირველი მეცნიერი ფოლკლორისტი ქალი… ელენე ვირსალაძე დაიბადა 1911 წელს ბაგრატ ვირსალაძის ოჯახში. ბაგრატ ვირსალაძის ოჯახში დაიბადა ყველა ქართველისათვის ცნობილი სოლიკო ვირსალაძე და თინა ვირსალაძეც… ელენე ვირსალაძემ თბილისის მე-8 შრომის სკოლა დაამთავრა. ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის გახლდათ ვახტანგ კოტეტიშვილის უსაყვარლესი სტუდენტი. მისი პირველი დისეტრტაცია ეხებოდა: “ქართული ჯადოსნური ზღაპრის გენეზისს”. სამეცნიერო ხარისხი ელენე ვირსალაძემ ლენინგრადში (პეტერბურგში) დაიცვა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვახტანგ კოტეტიშვილი კითხულობდა ქართულ ფოლკლორს, ელენე ვირსალაძე, რუსულ ფოლკლორს. ელენე დააპატიმრეს 1937 წელს, 26 წლის. სახლში დატოვა უსაყვარლესი მეუღლე შალვა ხიდაშელი და შვილი მანანა ხიდაშელი 1 წლისა და თვეების… ელენეს დაპატიმრებამდე დაიჭირეს ბაგრატ ვირსალაძე ელენეს მამა… ელენე დააპატიმრეს, როგორც მოღალატის ოჯახის წევრი. გადაასახლეს ჩრდილოეთში – “პოწტმა”-ში, 5 წლით. 1943 წელს გადაიყვანეს შუა აზიაში. ელენე ვირსალაძე გარდაიცვალა 1977 წელს. მანანა ხიდაშელი (ელენე ვირსალაძის შვილი)

10991309_1589086127973803_2576460831830478460_n

გურამ გაბაშვილი

20 Tuesday Dec 2016

Posted by geofolkcentre in მხტავრები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

≈ Leave a comment

Tags

გაბაშვილი, ფოლკლორი, ჭედური ხელოვნება

,,ამბობენ შეუცვლელი ადამიანი არ არსებობს “− ეს არ ეხება ბატონ გურამ გაბაშვილს“ − თქვა ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა…» გურამ გაბაშვილი ის გამორჩეული ქართველი ხელოვანია, რომელმაც წარუშლელი კვალი დაატყო ქართული ჭედური ხელოვნების აღორძინების საქმეს. განათლებით ისტორიკოსი ხელოვნებაში სადაფზე შესრულებული მინიატურებით წარდგა და 1955 წელს − პირველივე გამოფენიდან მიაღწია წარმატებასა და აღიარებას. შემდეგ დაიწყო გატაცება ძველი ქართული ჭედურობით. მისი პირველი ჭედური პანო 1962 წელს გამოჩნდა − „ხევსური გოგონა“ (სპილენძი) – დაბალ რელიეფში შესრულებული კომპოზიცია. მაშინ, როცა ქართული საოქრომჭედლო ხელოვნება დავიწყებას ეძლეოდა, გურამ გაბაშვილმა ხელი მოჰკიდა ქართული საიუველირო ხელოვნების რთულ საქმეს და თავდაუზოგავი შრომა გასწია ურთულესი ტექნიკის−ზარნიშის − რკინაში ან ძვალში მეტალის ჩასმის ხერხის აღორძინება-დაბრუნებისთვის. გურამ გაბაშვილის შემოქმედებამ, რომელმაც გასული საუკუნის 60-იან წლებში იფეთქა, არც მსოფლიო დატოვა გულგრილი, რასაც არაერთ ქვეყანაში მოპოვებული უამრავი ჯილდო, სიგელი თუ საქებარი სიტყვა მოწმობს. დიდი ხელოვანი, ურთიერთობების ნიჭით გამორჩეული, ახალგაზრდა შემოქმედთა ქომაგი და გზისმკვლევი − ასეთი გახლდათ გურამ გაბაშვილი. ამიტომაც უწოდეს მას შეუცვლელი კაცი.. დღეს ქართულ ხელოვნებას სიყვარულით ემსახურება დიდოსტატის შვილიშვილი − გრაფიკოსი, მინიატურული ხატმწერი და ტიხრული მინანქრის ოსტატი გურამ გაბაშვილი.

10995373_1617432671805815_1034514706844706062_n

კავსაძეები

20 Tuesday Dec 2016

Posted by geofolkcentre in მომღერლები, მუსიკა

≈ Leave a comment

Tags

კავსაძეები, მომღერლები, მუსიკა, ფოლკლორი

,,ომი დამთავრდა… მაგრამ მამა სახლში ვერ დაბრუნდა. ის სოჩაში აიყვანეს ვიღაცეებმა. დაიჭირესო, თქვა დედამ. მე კი ვიკითხე – რატომ? და ეს კითხვა მთელი ცხოვრება მომყვება”- კახი კავსაძე 1946 წლის 10 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ დავით კავსაძე დააპატიმრა და წაუყენა ბრალდება — სამშობლოს ღალატი ჩადენილი სამხედრო პირის მიერ. გადაასახლეს სვერდლოვსკის ოლქში, სადაც ის გარდაიცვალა.

10592780_1593880404161042_8637657165063196772_n

ელენე ჭუბაბრია

20 Tuesday Dec 2016

Posted by geofolkcentre in მომღერლები, მუსიკა

≈ Leave a comment

Tags

მომღერალი, მუსიკა, ფოლკლორი, ჭუბაბრია

ელენე ჭუბაბრია -,,ქართული ხალხური სიმღერის დედოფალი”- ასე უწოდა მას ანზორ ერქომაიშვილმა. გასული საუკუნის 30-იანი-40-იანი წლების მომღერალმა ქალმა, თავისი სიმღერით თურმე რომან როლანიც კი მოხიბლა…მის მიერ საოცარი გულწრფელობითა და ვირტუოზულობით ნამღერი მეგრული, თუ კახური ჩონგურ-ფანდურზე დასამღერებელი სიმღერები მართლაც დაუვიწყარი იყო. ….ელენე ბათუმში მდიდარ ოჯახში ცხოვრობდა, მაგრამ გასაბჭოების შემდეგ ოჯახი გაკოტრდა. 12 წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა. ის ფასიან სკოლაში დადიოდა. ერთხელაც, სიმღერის მასწავლებელს მისი ხმა მოეწონა და ეკლესიაში წაიყვანა. იქ სოლისტი იყო. 4 ოქროს იღებდა და უდედოდ დარჩენილ თავის და-ძმას ამით არჩენდა… 1933 წლიდან ელენე ჭუბაბრია მეუღლესთან ერთად თბილისში გადმოდის საცხოვრებლად. ჯერ კოტე ფოცხვერაშვილის მუშათა და გლეხთა პატარა გუნდში მღერის, შემდეგ კი თბილისის აკადემიურ გუნდში სოლისტად. მალე ამ გუნდს უერთდება მეჩონგურე ქალთა მწყობრი, ავქსენტი მეგრელიძის ხელმძღვანელობით, ამ შემადგენლობაში ელენე ჭუბაბრიაც არის. 80-მდე კონცერტი მთელი საქართველოს მასშტაბით, არნახული აღიარება, 1937 წლის დასაწყისში კი მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნების პირველ დეკადაზე მეჩონგურე ქალთა ანსამბლის კოლოსალური წარმატება, სადაც ელენე ჭუბაბრია საპატიო ნიშნის ორდენით ჯილდოვდება. . …. “დარიკო”, “ნარინჯის ველი,” “თავადის ქალი მაია”- ამ ყველასთვის საყვარელ ქართულ ფილმებს ელენე ჭუბაბრია ახმოვანებდა და მღეროდა. მისი ქალიშვილი ტულია იხსნებს: -,,ელენეს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა – მსახიობები, რეჟისორები. მეგობრობდა კოლია შენგელაიასთან, ვახტანგ კოტეტიშვილთან. ყველა ესწრებოდა მის რეპეტიციებს და როცა ელენე მღეროდა, ცრემლად იღვრებოდნენ”. ჭავჭავაძის ქუჩაზე პატარა ბინა მისი მეგობრების თავშეყრის ადგილი იყო, საიდანაც სითბო, სიყვარული, სინათლე იღვრებოდა და ელენეს არაჩვეულებრივი ხმა ისმოდა.

997039_1605198089695940_8203921540844548657_n

Subscribe

  • Entries (RSS)
  • Comments (RSS)

Archives

  • December 2016
  • November 2016
  • October 2016

Categories

  • ვიდეო
    • ვიდეორეპორტაჟი
  • ზეპირსიტყვიერება
    • ფოლკლორისტი
  • მუსიკა
    • დასარტყამი საკრავები
    • ლოტბარები
    • მომღერლები
    • მუსიკალური ანსამბლები
    • საოჯახო ანსამბლები
    • სიმებიანი საკრავები
    • ჩასაბერი საკრავები
  • სალოტბარო სკოლები
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
    • მხტავრები
  • ფოლკლორი
  • ცეკვა
    • ქორეოგრაფები
    • ქორეოგრაფიული ანსამბლები

Meta

  • Register
  • Log in

Blog at WordPress.com.

  • Subscribe Subscribed
    • geofolkcentre.wordpress.com
    • Already have a WordPress.com account? Log in now.
  • Privacy
    • geofolkcentre.wordpress.com
    • Customize
    • Subscribe Subscribed
    • Sign up
    • Log in
    • Report this content
    • View site in Reader
    • Manage subscriptions
    • Collapse this bar
 

Loading Comments...